ჩვენი კომპანია გთავაზობთ ყველა სახის მომსახურებას უწყვეტი კვების წყაროებისთვის:

 

 


•    შესაბამისი მოდელის შერჩევა, განლაგებისა და გაშვების პროექტირება, ლოგისტიკა;


•    ინსტალაცია და ექსპლუატაციაში გაშვება;


•    საგარანტიო მომსახურება;


•    პროფილაქტიკა, რემონტი, სათადარიგო/სახარჯი ნაწილების შეცვლა, განახლება და მოდერნიზაცია სისტემის მთელი სასიცოცხლო ვადის განმავლობაში.

 


ENCOS-ი არის Schneider Electric-ის ავტორიზებული სერვის პარტნიორი საქართველოს ტერიტორიაზე IT Critical Power & Cooling საპროდუქტო ხაზისთვის. ეს ნიშნავს, რომ კომპანიის სპეციალისტების მიერ ექსპლუატაციაში გაშვებულ პროდუქციაზე სრული მოცულობით ვრცელდება მწარმოებლის ქარხნული გარანტია. საჭიროების შემთხვევაში ENCOS-ი ახორციელებს საგარანტიო რემონტს ორიგინალი სათადარიგო ნაწილების გამოყენებით.

 

საგარანტიო პერიოდის დასრულების შემდეგ Schneider Electric-ის პროდუქციაზე შესაძლებელია   ავტორიზებული მომსახურება SLA სხვადასხვა დონით.

 

ჩვენი კომპანიის ინჟინრების მაღალი კვალიფიკაცია შესაძლებლობას გვაძლევს განვახორციელოთ კომპლექსური დიაგნოსტიკა, რემონტი და პროფილაქტიკური სამუშაოები სხვადასხვა მაწრმოებლის უწყვეტი კვების წყაროებზე. ჩვენ ვთავაზობთ ამგვარ სერვისს ადრე დაყენებულ უწყვეტი კვების წყაროებზეც, რომელთა საგარანტიო ვადა ამოწურულია. იმ შემთხვევაში, თუ მოწყობილობას მიმდინარე მომსახურების არ არსებობის გამო პრობლემები დაუგროვდა, როგორც წესი, შესაძლებელია მისი მიყვანა მუშა მდგომარეობამდე და მუშაობის საიმედოობის შენარჩუნება მომავალშიც.   

 

სპეციალური ყურადღება ყოველთვის ეთმობა აკუმულატორულ ბატარეებს, რადგან პრაქტიკა აჩვენებს, რომ სწორედ მათ გამო ხდება უწყვეტი კვების ყველაზე ხშირი გათიშვა. პერიოდული შემოწმებები შესაძლებლობას იძლევა გამოვავლინოთ დეგრადირებული ელემენტები მანამ, სანამ ერთი აკუმულატორის ტევადობის დაცემა ან შიდა წინაღობის ზრდა მიგვიყვანს იქამდე, რომ სრული მიმდევრობითი ჯაჭვი (რომელშიც შეიძლება იყოს 50-მდე აკუმულატორი) შეწყვეტს დენის გაცემას. ჩვენი სპეციალისტები აგრეთვე ამოწმებენ დამუხტვის რეჟიმის, ტემპერატურისა და კონტაქტების ხარისხის სისწორეს.  

 

სამწუხაროდ მწარმოებლის მიერ გაცხადებული აკუმულატორების ნომინალური ექსპლუატაციის ვადა 5-10 წელი არის თეორიული მაქსიმუმი, რომლის მიღწევაც შესაძლებელია იდეალურ პირობებში. ვადაზე ადრე შესაძლებელია ხარისხიანმა აკუმულატორმაც დაკარგოს თავისი მახასიათებლები ობიექტური პირობების შედეგად, როგორიცაა ქსელის ხშირი ვარდნა ან შეუსაბამო ტემპერატურული რეჟიმი. აკუმულატორების დროული დიაგნოსტიკისა და, საჭიროების შემთხვევაში, შეცვლის შემთხვევაში შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ჩვენი კრიტიკული მოწყობილობების კვება არ დაიკარგება ქსელის გათიშვის შემთხვევაში.