„ენკოსი“ საინჟინრო-ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარს ინდივიდუალურ მოთხოვნებზე ორიენტირებულ საინჟინრო გადაწყვეტილებებს, ცალკეულ პროდუქტებსა და მომსახურებას თავაზობს.
ჩვენს ძირითად მიმართულებებს დატა-ცენტრების საინჟინრო ინფრასტრუქტურის მოწყობა და ავტორიზებული მომსახურება წარმოადგენს.
დარგში მუშაობა დაიწყო 2006 წელს როგორც საინჟინრო ინფრასტრუქტურის გადაწყვეტილების არქიტექტორმა და პროექტების მმართველმა.
მისი ხელმძღვანელობით დაპროექტდა და აშენდა მრავალი სასერვერო ოთახისა და დატაცენტრის საინჟინრო ინფრასტრუქტურა, მათ შორის რამდენიმე მსხვილი ობიექტი:
დიმიტრი ყიფიანი გახლავთ აფხაზეთის ომის ვეტერანი, მიღებული აქვს სახელმწიფო საბრძოლო ჯილდო - ვახტანგ გორგასალის ორდენი III.
დარგში მრავალწლიანი გამოცდილება ქართული ბაზრის ლიდერ კომპანიებში და მსოფლიოს ლიდერ ბრენდებთან.
Schneider Electric; APC; Uniflair; Vertiv; Riello; Fluke;
Pramac; Onis Visa.
„ქართულ ბაზარს აკლდა კომპანია, რომელიც ორიენტირებულია არა მხოლოდ გაყიდვაზე, არამედ მისაწოდებელი პროდუქტის თუ გადაწყვეტის (solution) ხარისხზე, მის კორექტულ შერჩევაზე და კვალიფიციურ მომსახურებაზე. მიხარია, რომ მიუხედავად ბევრი სირთულისა - შევძელით ასეთი კომპანიის შექმნა.“
რამაზ მესხიძემ 1995 წელს დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-პედაგოგიური ფაკულტეტი, ინფორმატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის განხრით, რომლის დამთავრების შემდეგ მიენიჭა ინფორმატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის სპეციალისტის კვალიფიკაცია.სხვადასხვა წლებში მუშაობდა: „ბათუმის ტრანსფორმატორების ქარხანაში“; „პეიჯინგ აჭარაში“; „საქართველოს საზღვაო ბანკში“; „ქ.ბათუმის მერიაში“; „თიბისი ბანკში“; “DEKO LLC” -ში; „აჭარის ა/რ-ის ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის სამინისტროში“; „კრედიტსერვის+“-ში და კომპანია „სინტაქსში“.2020 წელს შემოუერთდა ჩვენს კომპანიას პროექტების მენეჯერის პოზიციაზე, ხოლო 2021 წლის ოქტომბრიდან გააგრძელა მუშაობა ოპერაციების მენეჯერის პოზიციაზე.ფლობს საერთაშორისო სერტიფიკატებს (Schneider Electric, HP, DELL, Check Point, VMware, Splunk და სხვ).
მირიან მეფის 68ა, თბილისი, 0159
+995 0322 968 965; +995 577 003 868; +995 577 447 960
info@encos.ge