გაგრილების ენერგოეფექტურობა
დატაცენტრის/სასერვეროსსაინჟინროინფრასტრუქტურა

 გაგრილების ენერგოეფექტურობა ეხება არა მხოლოდ დახარჯული კილოვატ-საათების ღირებულებას. დატაცენტრების ენერგოეფექტურების თემა დარგობრივი პრესისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მას მერე გახდა, რაც დატაცენტრების მიერ ენერგიის მოხმარებამ გლობალური ენერგომოხმარების შესამჩვევი წილი შეადგინა. იქნებ ეს თემა მნიშვნელოვანი მხოლოდ დიდი დატაცენტრებისთვისაა, რომლებიც ათობით და ასობით მეგავატ-საათს მოიხმარს? ხოლო მცირე ზომის სასაერვგაგრილების ენერგოეფექტურობაერო ოთახების მფლობელისთვის ეს ხარჯი უნმიშვნელოა სხვა ხარჯებთან შედარებით?

სინამდვილეში, არსებობს ენერგოეფექტურობის ისეთი ასპექტები, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მცირე ზომის ობიქტების ეკონომიკაზეც კი და არა მხოლოდ ელექტრიენერგიის გადასახადების თვალსაზრისით. მცირე ზომის ობიექტისთვის კაპიტალდაბანდება 1 კილოვატ მარგ დატვირთვაზე (IT და ქსელური ინფრასტრუქტურის ელექტროენერგიის ჯამური მოხმარება) მნიშვნელოვნად აღემატება ამ მაჩვენებელს მსხვილი ობიექტისთვის. მოქმედებს ე. წ. „მაშტაბის ეფექტი“. მცირე ზომის ობიექტის დაფინანსების პირობები ჩვეულებრივ ისეთი მომგებიანი არ არის, როგორც მსხვილი ობიექტებისა. აქედან გამომდინარე, მცირე ზომის დატაცენტრის ძირითადი ხარჯები იქნება აღჭურვილობის შეძენის ღირებულება, მისი ამორტიზაცია და ჩადებული სახსრების პროცენტები: იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მცირე ზომის დატაცენტრი აშენებულია მფლობელის საკუთარი სახსრებით, სესხის აღების გარეშე, ეკონომიკურ კორექტულ გათვლებში უნდა გავითვალისწინოთ ჩადებული სახსრების პროცენტი, რომ შევადაროთ სხვაობა იმ ვარიანტთან, როდესაც ეს თანხა უბრალოდ დაიდებოდა საბანკო ანაბარზე ან დაბანდებული იქნებოდა ობლიგაციებში.

 მოდით ვნახოთ, რა ხდება თუ, მაგალითისთვის, სასერვერო ოთახში არ არის უზრუნველყოფილი ჰაერის ცივი და ცხელი ნაკადების სრულყოფილი გაყოფა. იდეალურ შემთხვევაში სერვერებიდან გამოსული თბილი ჰაერი სრულიად ხვდება პრეციზიული კონდიციონერის შესასვლელზე, ხოლო კონდიციონერიდან გამოსული ცივი ჰაერი მთლიანად ხმარდება სერვერების გაგრილებას. ამ შემთხვევაში მიიღწევა ჰაერის თბილ და ცივ ნაკადებს შორის ტემპერატურის მაქსიმალური სხვაობა და ჰაერის ნაკადის მოცულობით ერთეულს მიაქვს სითბოს მაქსიმალური რაოდენობა გასაგრილებელი აღჭურვილობიდან. ზუსტად ამითაა განპირობებული ის, რომ თანამედროვე მსხვილ დატაცენტრებში გამოიყენება ცივი და ცხელი კორიდორების დაყოფა ჰერმეტული კარების მქონე მყარი ტიხრების მეშვეობით. იმ შემთხვევაში, თუ სასერვეროში სერვერებიდან გამომავალი ცხელი ჰაერის ნახევარი „მოკლე წრით“ ბრუნდება IT-აღჭურვილობის შემავალ ცხაურებში, ხოლო კონდიციონერებიდან გამომავალი ცივი ჰაერის მნიშვნელოვანი ნაწილი ბრუნდება კონდიციონერებში IT-აღჭურვილობის გვერდის ავლით, გაგრილების სისტემის წარმადობა გამოიყენება არაეფექტურად, კონდიციონერი „აგრილებს საკუთარ თავს“.

იმისთვის, რომ ამ ვითარებაში სერვერები არ გადახურდეს, იძულებულნი ვხდებით ზედმეტად დავწიოთ კონდიციონერიდან გამომავალი ჰაერის ტემპერატურა იმისთვის, რომ ცხელ ჰაერთან შერეული ნაკადი, რომელიც რეალურად ხვდება სერვერში, არ აღმოჩნდეს ზედმეტად თბილი. იმის მაგივრად, რომ კონდიციონერში შედიოდეს ცხელი ჰაერი სერვერებიდან (თანამედროვე მძლავრი სერვერებიდან გამომავალი ჰაერის ტემპერატურა აღწევს 40 გრადუსზე მეტს), მასში შედის ნელთბილი შერეული ჰაერი. როდესაც კლებულობს ტემპერატურების სხვაობა, სითბოს იგივე რაოდენობის გადასატანად საჭიროა მეტი ენერგია, როგორც კონდიციონერების, ისევე სერვერების ვენტილატორებისთვის, ეს ენერგია კიდევაც დამატებით სითბოდ გარდაიქმნება. შედეგად, ელექტროენერგიის აღიცხვის ხელსაწყოები აჩვენებს მეტად უარეს თანაფარდობას სასერვერო და ქსელური აპარატურის სიმძლავრისა და გაგრილების სისტემის ელექტრომოხმარებას შორის უფრო მეტ ელექტრომოხმარებას გაგრილებაზე, ვიდრე იყო გათვალისწინებული პროექტით. გაგრილების სისტემისა და მისი მკვებავი დიზელ-გენერატორების წარმადობა იქნება ამოწურული უფრო ნაკლებ IT-აღჭურვილობის დატვირთვაზე. შედეგად სასერვერო ოთახში შესაძლებელი იქნება ნაკლები რაოდენობის სერვერების განლაგება, ვიდრე იყო დაგეგმილი.

 ანუ ფაქტობრივი დანახარჯები ერთეულ IT-დატვირთვაზე მკვეთრად (ზოგჯერ რამდენჯერმე) გაიზრდება, ვიდრე იყო გათვალისწინებული პროექტით. უარეს შემთხვევაში, იქნება დარღვეული ბიზნესისა და მომსახურების განვითარების გეგმები. სამწუხაროდ, ჰაერის ნაკადების ორგანიზების შეცდომების ოპერატიული გამოსწორება უმეტესწილად შეუძლებელია, მაგალითად, თუ ფალშიატაკის სიმაღლე და შესაბამისად, იატაკქვეშა სივრცის კვეთი აღმოჩნდა მცირე. აღწერილი რისკების თავიდან არიდება შესაძლებელია სათავსოს და მასში განლაგებული აღჭურვილობის განლაგების სწორი პროექტირებით, რომელიც გაითვალისწინებს სისტემის ექსპლუატაციის ყველა წვრილმანს და საუკეთესო დარგობრივ გამოცდილებას.