პროდუქტები

გააუმჯობესეთ ეფექტურობა და უზრუნველყავი უკეთესი გამოცდილება ჩვენი

IT გადაწყვეტილებებით!

პრეციზიული გაგრილების სისტემები
გაიგე მეტი
ელექტრო კვების სისტემები
გაიგე მეტი
მონიტორინგი/მართვა
გაიგე მეტი
სათადარიგო/სახარჯიპროდუქტები
გაიგე მეტი

"Uptime Institute Tier Standard: Topology" სტანდარტში, დატაცენტრის კვების საიმედოობის უზრუნველყოფის ასპექტში, გარე ელექტროქსელი (რომელიც არ კონტროლდება დატაცენტრის მფლობელი ორგანიზაციის მიერ) ითვლება ეკონომიის უზრუნველყოფის დამატებით წყაროდ. ძირითადი წყაროები, რომლებიც ადგენენ საიმედოობის დონეს, არიან თავად ობიექტზე მყოფი დიზელ-გენერატორები. მიუხედავად იმისა, რომ გენერატორები უმეტესად არ მუშობენ, სწორედ ისინი წარმოადგენენ „მაშველ“ მოწყობილობას, რომელმაც ნებისმიერ დროს უნდა დაიჭიროს კრიტიკული დატვირთვა.


დროული, სრულყოფილი და უშეცდომო მომსახურების როლის გადაჭარბებული შეფასება შეუძლებელია ამდენად კრიტიკული სისტემის საიმედოობის უზრუნველყოფაში. საუკეთესოდ დაპროექტებული, დამონტაჟებული და ექსპლუატაციაში შეყვანილი დანადგარი საჭიროებს რეგულარულ კვალიფიციურ ტექმომსახურებას:


• დათვალიერება, სითხეების დონის, ინდიკატორების ჩვენებების შემოწმება;
• გენერატორის ძრავის წინასწარი გახურების, ზეთის ტუმბვის, ბატარეის დატენვის სისტემების მუშაობის კონტროლი;
• საცდელი გაშვებები დატვირთვის გარეშე, გაშვების სისტემის ტესტირება;  
• ტესტირება ნომინალის 50% და მეტი დატვირთვით განსაზღვრული დროის განმავლობაში;
• ზეთის და ანტიფრიზის შეცვლა მოტოსაათების, ვადების ან ლაბორატორიული ანალიზის შედეგების მიხედვით;   
• საწვავის, ზეთის და ჰაერის ფილტრების შეცვლა მოტოსაათების ან ვადების მიხედვით;
• შეზღუდული მუშაობის ვადის მქონე ნაწილების შეცვლა (ამძრავის ღვედები, შუასადებები, ელექტრული ჯაგრისები და ა. შ.) მწარმოებლის რეკომენდაციების შესაბამისად;
• იზოლაციის წინაღობის და ვიბრაციების გაზომვა, გამომუშავებული ელექტროენერგიის ხარისხის შემოწმება დატვირთვის გარეშე და დატვირთვის ქვეშ; 
• ავტომატური ამომრთველების, დამიწების, დაცვის სხვა მოწყობილობების შემოწმება;  
• ელექტრულ წრედებში ჭანჭიკიანი შეერთებების მოჭერის შემოწმება;        
• სხვა სამუშაოები მწარმოებლის რეკომენდაციების თანახმად და ექსპლუატაციის პირობების თავისებურებებიდან გამომდინარე;    


ნაწილებისა და სახარჯი მასალების შეცვლისას გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ ორიგინალური, მწარმოებლის მიერ რეკომენდებული ან მყარი რეპუტაციის მქონე დამოუკიდებელი მწარმოებლების ნაკეთობები. პროფილაქტიკური სამუშაოები უნდა შესრულდეს დამტკიცებული გრაფიკის თანახმად. ჩანაწერები შესრულებული სამუშაოების, გამოვლენილი შენიშვნების, განხორციელებული ჩანაცვლებების შესახებ უნდა ინახებოდეს აქტუალურ მდგომარეობაში. როგორც წესი, ყოველდღიური და ყოველკვირეული მომსახურება სრულდება ობიექტის საშტატო მუშაკების მიერ, ხოლო უფრო რთული სამუშაოებისთვის იწვევენ სპეციალიზებულ ორგანიზაციას.     
ENCOS-ის სპეციალისტებს გააჩნია კვალიფიკაცია, რომელიც იძლევა საშუალებას შეასრულონ  ხსენებული სამუშაოები გენერატორების ფართო სპექტრზე; საჭიროების შემთხვევაში, მოიზიდავენ თანაშემსრულებლებს, რომელთა კვალიფიკაციაში ENCOS-ი სრულიად არის დარწმუნებული.

„Uptime Institute Tier Standard: Topology“ არის არასამთავრობო საკონსულტაციო ორგანიზაციის „Uptime Institute“ დოკუმენტი. მას აქვს მსოფლიოში ყველაზე მეტი აღიარება და გამოყენება. სტანდარტი განსაზღვრავს დატაცენტრის საინჟინრო სისტემების ტოპოლოგიისა და მათში შემავალი კომპონენტების წარმადობის მოთხოვნებს, აუცილებელს დატაცენტრების სტაბილური მუშაობისთვის რეზერვირების მოცემული დონით ნებისმიერ გარემო პირობებში.


Uptime Institute 25 წელზე მეტია, დატაცენტრების მფლობელთა და ოპერატორთა ფართო საზოგადოებასთან თანამშრომლობით ავითარებს სტანდარტის დოკუმენტებს და აწარმოებს პროექტებისა და მზა ობიექტების სერტიფიცირებას.   

            
საპროექტო დოკუმენტაციის სერტიფიცირება ინვესტორებისთვის და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის წარმოადგენს საპროექტო გადაწყვეტილებების სისწორის მნიშვნელოვან ინდიკატორს.


არსებული ობოექტის სასერტიფიკაციო გამოცდების წარმატებით გავლა ხდება მოცემული დატაცენტრის შესაძლებლობების ნდობის საფუძველი, უზრუნველყოს საიმედოობა და უწყვეტობა პრაქტიკაში.