პროდუქტები

გააუმჯობესეთ ეფექტურობა და უზრუნველყავი უკეთესი გამოცდილება ჩვენი

IT გადაწყვეტილებებით!

პრეციზიული გაგრილების სისტემები
გაიგე მეტი
ელექტრო კვების სისტემები
გაიგე მეტი
მონიტორინგი/მართვა
გაიგე მეტი
სათადარიგო/სახარჯიპროდუქტები
გაიგე მეტი

მაღალი საიმედოობისა და ოპტიმალური მუშაობის რეჟიმის შესანარჩუნებლად, ძალზე მნიშვნელოვანია მუდმივად კონტროლდებოდეს სისტემის ფუნქციური მდგომარეობა. 

მაგალითად, IT დატვირთვის გაზრდამ შეიძლება გამოიწვიოს გაგრილების წარმადობის რეზერვის მეტად შემცირება, ვიდრე თითო ურთიერთრეზერვირებული კონდიციონერის სიმძლავრე. ეს იმას ნიშნავს, რომ ობიექტი კარგავს რეზერვიზების დონეს, ხოლო ერთი კონდიციონერის გათიშვის შემთხევავაში, გადახურება გარდაუვალია. ამგვარი პრობლემების ნიშნები წინასწარ უნდა იქნას დადგენილი, სანამ შესაძლებელია ზომების მიღება სერიოზული პრობლემების თავიდან ასარიდებლად. 

კვალიფიციური სპეციალისტების მთელი სპექტრის მუდმივად მოზიდვა იქნება მიუღებელი ხარჯების კუთხით, განსაკუთრებით მცირე და თუნდაც საშუალო ზომის ობიექტისთვის. 

საბედნიეროდ, თანამედროვე აღჭურვილობას აქვს დისტანციური მონიტორინგისა და დიაგნოსტიკის მდიდარი შესაძლებლობები. მათი განხორციელებისთვის აუცილებელია მონაცემთა გადაცემის, შენახვის, ჩვენების და ანალიზის ორგანიზება. ეს საშუალებას მისცემს მინიმუმამდე დაიყვანოს მოთხოვნები იმ მუშაკთა კვალიფიკაციის რაოდენობისა და დონის შესახებ, რომლებიც უშუალოდ ობიექტზე ანხორციელებენ შემოვლას და შემოწმებას. მონიტორინგის ცენტრის სპეციალისტები დროულად ამცნობენ გადახრებს, რაც ხდება პარამეტრების მაქსიმალურ დასაშვებ მნიშვნელობებთან. ექსპერტიზის მაღალი დონე ასევე ხელს შეუწყობს ოპერაციის პროცესში ოპტიმიზაციისა და გაუმჯობესების შესაძლებლობების იდენთიფიცირებას. 

საინჟინრო აღჭურვილობის ერთ-ერთ წამყვან მწარმოებელთან, Schneider Electric-ის პარტნიორობის წყალობით, ჩვენი კომპანია მზად არის დანერგოს Ecostruxture ხაზის გადაწყვეტილებები, მათ შორის უსაფრთხო კავშირი ღრუბლოვანი მონიტორინგის სისტემასთან. სწორედ ამის გამო, აღჭურვილობის ოპერაციული პარამეტრები ხელმისაწვდომი იქნება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში უფლებამოსილ მომხმარებლებზე. 

სისტემა საშუალებას გაძლევთ მოიწვიოთ გარე სპეციალისტები, კერძოდ ENCOS-ის ინჟინრები, აუთსორსინგის რეჟიმში. უზრუნველყოთ სისტემების მუშაობაზე კონტროლი 24/7 რეჟიმში, ობიექტზე მომუშავე პერსონალის ზრდის გარეშე.