პროდუქტები

გააუმჯობესეთ ეფექტურობა და უზრუნველყავი უკეთესი გამოცდილება ჩვენი

IT გადაწყვეტილებებით!

პრეციზიული გაგრილების სისტემები
გაიგე მეტი
ელექტრო კვების სისტემები
გაიგე მეტი
მონიტორინგი/მართვა
გაიგე მეტი
სათადარიგო/სახარჯიპროდუქტები
გაიგე მეტი

სერვერების, ქსელური მოწყობილობების, მრავალი სახეობის სამედიცინო და საწარმოო აღჭურვილობის საიმედო ფუნქციონირებისთვის აუცილებელია მათი განლაგების ადგილებში ჰაერის სტაბილური ტემპერატურისა და ტენიანობის შენარჩუნება.


ამისთვის გამოიყენება ე.წ. პრეციზიული კონდიციონერები. პრეციზიული კონდიციონერების განსხვავება საყოფაცხოვრებო კონდიციონერებისგან გამარტივებულად შეგვიძლია აღვწეროთ შემდეგნაირად.


ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო კონდიციონერი იძლევა ძლიერ გაგრილებული ჰაერის შედარებით მცირე ნაკადს, სანამ ტემპერატურა ოთახში (უფრო სწორად, კონდიციონერის შესასვლელთან) არ მიაღწევს მითითებულ ნიშნულს. ამ დროს ოთახში მყოფი ადამიანი ირჩევს თავისთვის კომფორტულ ადგილს, საჭიროების შემთხვევაში არეგულირებს კონდიციონერიდან გამავალი ჰაერის ნაკადის მიმართულებასა და სიჩქარეს. 

დიდი მოცულობის აღჭურვილობის თანაბარი გაგრილებისთვის ეს მეთოდი არ გამოდგება.

პრეციზიული კონდიციონერი (CRAH unit) ატარებს სათავსოში არსებული ჰაერის მთელ მოცულობას და აგრილებს მისგან გამომავალ ჰაერს ტემპერატურის დაყენებულ ნიშნულამდე. ამ ტიპის კონდიციონერებში გათვალისწინებულია ეფექტური ჰაერის ფილტრები, როგორც გასაგრილებელ აღჭურვილობაზე, ასევე თვით კონდიციონერის თბოგამცვლელებზე მტვერის დაგროვების გამოსარიცხად. პრეციზიული კონდიციონერები ასევე უზრუნველყოფენ ჰაერის ტენიანობის კონტროლს - აშრობს ჰაერს ზაფხულში და საჭიროების შემთხვევაში ატენიანებს მას ზამთარში, გასაგრილებელ აღჭურვილობაში კოროზიის რისკის და სტატიკურ ელექტროობასთან დაკავშირებული პრობლემების შესამცირებლად.

 

ისეთი საპასუხისმგებლო სივრცეებისთვის, როგორიცაა სასერვერო ოთახები, კონდიციონერების მწარმოებლები დამატებით სთავაზობენ კონდიციონერის მუშაობის ქსელური მონიტორინგის, წყლის გაჟონვის კონტროლის, დაკვამლიანების სენსორებს და სხვა ოფციებს.
პრეციზიულ კონდიციონერებს აწარმოებენ შესრულების სხვადასხვა ვარიანტებში: ჰაერის მიწოდებით ქვემოთ (ფალშიატაკის ქვეშ), ზევით (ფალშჭერის ზემოთ) და წინ - ქვედა ან ზედა ნაწილში. არსებობს კონდიციონერების განსაკუთრებული ტიპი - რიგსშიდა (InRow), რომლებიც იღებს თბილ ჰაერს უკანა მხარის მთელი სიმაღლიდან და აწვდის ცივ ჰაერს წინ.


პირდაპირი გაგრილების (ფრეონის) სისტემები უფრო მარტივია მონტაჟისთვის და არ ქმნის გამაგრილებელი სითხის გაჟონვის რისკს, მაგრამ მათ გააჩნიათ რიგი შეზღუდვები. სითხით (წყალი+გლიკოლი) გაგრილების სისტემები ხასიათდება უფრო მაღალი ეკონომიურობით და მეტი მოქნილობით გარე ბლოკების განლაგებაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საჭიროა შიდა და გარე ბლოკების განლაგება მკვეთრად განსხვავებულ სიმაღლეზე ან დიდ მანძილზე ერთმანეთისგან.   
გარე ბლოკების შერჩევისას, სხვა პარამეტრებს შორის, გათვალისწინებული უნდა იყოს  ხმაურის დონის შეზღუდვებიც. 


კომპრესორებისა და ვენტილატორების ძრავებს შეიძლება გააჩნდეს პირდაპირი ელექტროკვება, რაც გაცილებით იაფია, მაგრამ საჭიროებს მაღალ სასტარტო დენებს; შეიძლება გააჩნდეს სხვადასხვა სახის ელექტრონული მართვა, რაც იძლევა UPS-ებიდან მათი კვების საშუალებას.
ყველა შემთხვევაში, შესათანხმებელია სისტემის დატვირთვის სიმძლავრე და ხასიათი მკვებავ ელექტროქსელზე დიზელ-გენერატორის და დაცვის მოწყობილობების შესაძლებლობებთან. 


გაგრილების აგრეგატის ელექტროკვების ქსელიდან დიზელ-გენერატორზე და უკან გადართვის პროცესში ოთახის ტემპერატურული რეჟიმი შენარჩუნებული უნდა იყოს მოცემული პარამეტრების ფარგლებში. ამისთვის საჭიროების შემთხვევაში, სითხით გაგრილების სისტემაში დამატებით რთავენ სითბურ აკუმულატორებს, რომლებიც ხელს უწყობს რხევების შემცირებას. ხოლო პირდაპირი გაგრილების სისტემებში ყველა კონდიციონერს ან მათ უმეტესობას რთავენ UPS-ის მეშვეობით.


გაგრილების აგრეგატების შერჩევისას გასათვალისწინებელია, რომ გაგრილების სისტემის რეალური წარმადობა დამოკიდებულია სითბურ რეჟიმებზე ოთახში და გარეთ, ჰაერის ტენიანობაზე, ოთახის ჰერმეტულობასა და ორთქლიზოლაციის ხარისხზე.
დიდი მნიშვნელობა აქვს ჰაერის ნაკადების ორგანიზებას (ჰაერის ცირკულაციის არასრულყოფილებამ შეიძლება რამდენჯერმე დააქვეითოს გაგრილების სისტემის წარმადობა). უნდა მოვერიდოთ „ვიწრო ადგილების“ წარმოქმნას, როგორებიცაა ფალშიატაკის არასაკმარისი კვეთი, რის გამოც ხარისხიანი გაგრილება შეუძლებელი ხდება კონდიციონერის საკმარისი სიმძლავრის შემთხვევაშიც კი.

წამყვანი მწარმოებლები სთავაზობენ აღჭურვილობის ფართო სპექტრს, რაც იძლევა გადაწყვეტილებების შერჩევის საშუალებას სხვადასხვა ოთახისთვის და საიმედობის უზრუნველყოფას, რომელიც შეესაბამება გასაგრილებელი სისტემების კრიტიკულობას, განხორციელდეს საწყისი ხარჯების ან მფლობელობის საერთო ღირებულების ოპტიმიზაცია.

ENCOS-ის კომპეტენტური სპეციალისტები, დამკვეთის მოთხოვნილებებისა და შეზღუდვების ღრმა ანალიზის საფუძველზე, მზად არიან შეარჩიონ აღჭურვილობა არსებული ან მშენებარე ობიექტისთვის, მოახდინონ მისი შეცვლა ან მოდერნიზაცია.

მწარმოებლებთან მჭიდრო თანამშრომლობა იძლევა საშუალებას დროულად და ხარისხიანად განხორციელდეს აღჭურვილობის მიწოდება, მონტაჟი, საგარანტიო ვალდებულებები, შეკეთება და პროფილაქტიკა, მუდმივი ტექნოლოგიური მონიტორინგის ჩათვლით.