დატაცენტრის/სასერვეროს საინჟინრო ინფრასტრუქტურა
საინფორმაციო სისტემების უწყვეტი მუშაობა და ძვირადღირებული სერვერული და ქსელური აღჭურვილობის გრძელვადიანი საიმედო მომსახურება კრიტიკულად არის დამოკიდებული მაღალი ხარისხის უწყვეტ ელექტრომომარაგებაზე და ტემპერატურისა და ტენიანობის სტაბილურ რეჟიმზე.
სასერვერო ოთახი უფრო მეტია, ვიდრე უწყვეტი კვების წყარო და კონდიციონერი ერთ ოთახში. მნიშვნელოვანია სწორი ბალანსი გამომუშავებულ სითბოსა და გაგრილების სისტემების წარმადობის შორის. უნდა იყოს შესაძლებელი რუტინული ტექ-მომსახურების შესრულება თქვენი IT აღჭურვილობის გამორთვის გარეშე. TIER III დონის ობიექტისთვის ასეთი ტექნიკური მომსახურება, ნებისმიერი ელემენტის (ფარი, გენერატორი, კაბელი) შეცვლის ჩათვლით, უნდა განხორციელდეს მუშაობის რეჟიმში საკუთარი გენერატორებისგან. ხოლო საკუთარი გენერატორების მუშაობის ხანგრძლივობა არ უნდა შეიზღუდოს - საწვავის მარაგის სათანადო შევსებით.
გამოცდილება, თანამედროვე სტანდარტების ცოდნა, საუკეთესო მსოფლიო პრაქტიკის ფლობა საშუალებას აძლევს ჩვენს სპეციალისტებს ააგონ საინჟინრო ინფრასტრუქტურა ნებისმიერი მასშტაბის IT აღჭურვილობის განსათავსებლად, კედლის კარადიდან დაწყებული დიდი მონაცემთა ცენტრის სასერვერო დარბაზებამდე.
ზედა დონის დიზაინი სრულდება გასანთავსებელი IT სისტემების დანიშნულების ანალიზზე დაყრდნობით, რომელსაც ემსახურებიან ეს სისტემები (ბიზნესი, საგანმანათლებლო, სამრეწველო, საჯარო ადმინისტრაცია). მომხმარებელთან დიალოგში დგინდება მოთხოვნები წარმადობის, ავტონომიისა და რეზერვირების დონის შესახებ, რომელიც მიზანშეწონილია ამ ობიექტისთვის. აღჭურვილობის განლაგების გეგმა ოპტიმიზებულია მომავალი ექსპლუატაციის ეფექტურობის გათვალისწინებით. განთავსება შეიძლება განხორციელდეს როგორც ახალ, სპეციალურად აშენებულ შენობაში, ასევე არსებული შენობების ადაპტირებით. ამავდროულად, მაქსიმალური ყურადღება ექცევა უსაფრთხოების უზრუნველყოფას ნებისმიერი ზემოქმედებისგან: განზრახ შეღწევა, წყალდიდობა, ხანძარი და ა.შ.
თუ ასეთი მოთხოვნა დაწესებულია მომხმარებლის ან ინვესტორის მხრიდან, საპროექტო დოკუმენტაცია მოწმდება ნებაყოფლობითი გამოყენების სტანდარტების მოთხოვნებთან შესაბამისობაზე (მაგალითად, Uptime Institute Tier Standard: Topology). ექსპლუატაციაში გაშვებამდე შესაძლებელია სასერტიფიკაციო ტესტების ჩატარება აკრედიტებული ორგანიზაციის ჩართულობით ექსპერტების მიერ მომზადებული პროგრამის მიხედვით.
სამომავლოდ, ექსპლუატაციის განმახორციელებელ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, შესაძლებელია ტექნიკური მომსახურების და უწყვეტობის უზრუნველყოფის სერტიფიცირება.
Uptime Institute-ის სტანდარტების პრინციპები არის ლაკონური და გამჭვირვალე. თუმცა, რეალურ ობიექტთან სრული შესაბამისობის მისაღწევად საჭიროა სპეციალური ცოდნა და გამოცდილება ამ პრინციპების რეალურ სიტუაციებში გამოყენებისთვის აღჭურვილობის სხვადასხვა კომბინაცის გათვალისწინებით.
ასეთი სერთიფიკატი ადასტურებს ობიექტის შესაბამისობას აღიარებულ მიდგომებთან, როგორც დიზაინში, ასევე განხორციელებაში. ეს ნიშნავს ინვესტორებისთვის პროექტის რისკების შემცირებას და ექსპლუატაციაში შესული ობიექტის რესურსების მომხმარებლისთვის ხარისხის უზრუნველყოფას.